სახალხო დამცველი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა გაუქმებულ ამბულატორიაზე, მეწყრულ საფრთხეებზე, გრანიტის მოპოვებით წყლის დაბინძურებასა და ენერგომომარაგების შეფერხებებზე ისაუბრეს.