ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

PACE-ს თანამომხსენებლები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამოიღოს პარლამენტის დღის წესრიგიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებებას ეხმაურებიან და ხელისუფლებას მისი დღის წესრიგიდან მოხსნისკენ მოუწოდებენ.
„ამ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევასაც შარშან ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ვთქვით ამ კანონის პირველად წარდგენისას, ძალაში რჩება: არსებობს სერიოზული კითხვები ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან კანონპროექტის შესაბამისობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.