ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამოიღეთ პარლამენტის დღის წესრიგიდან — PACE-ს თანამომხსენებლები „რუსულ კანონზე“

„ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას აკრიტიკებენ საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებიც.
ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ „რუსული კანონის“ დაბრუნების გამო და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტი უკან გაიწვიონ.
„ამ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის უკან გაწვევასაც ჩვენ თბილად მივესალმებით, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რასაც ვამბობდით ამ კანონის პირველად შემოტანისას, ძალაში რჩება: არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის ევროპულ, დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“ ,— ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ეკუთვნით საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებს: კლოდ კერნს (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელას (პორტუგალია, SOC).
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.