ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

OpenAI - ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ

OpenAI - ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დავბლოკეთ

OpenAI-იმ ChatGPT-ში რუსი პროპაგანდისტები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას OpenAI ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დაბლოკილი მომხმარებლები რუსულად საუბრობდნენ, მაგრამ კონტენტს სხვადასხვა ენაზე ქმნიდნენ, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად.

განცხადების თანახმად, აღნიშნული პროპაგანდისტული მასალა “აქებდა რუსეთსა და მის მოკავშირეებს (მაგალითად ბელარუსს), აკრიტიკებდა უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს უცხოურ ჩარევაში ადანაშაულებდა”.

“დავბლოკეთ ChatGPT-ის პროფილების კომპლექტი, რომელიც დაკავშირებული იყო რუსულ ქსელთან - “რიბარი”. ისინი თარგმნიდნენ და ქმნიდნენ კონტენტს, რომელიც “რიბარის” სოციალური მედიის პროფილებზე ვრცელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ასევე “კონტენტის ფერმა” იყო უფრო ფართო ქსელისთვის - X-სა და “ტელეგრამზე”… ზოგიერთ შემთხვევაში კი, მავნე აქტორი სოციალურ მედიაში ChatGPT-ის მოკლე კომენტარების გენერირებისთვის იყენებდა, შემდგომ კი ის X-ზე და “ტელეგრამზე” ვრცელდებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.