ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Nvidia-ს შემდეგ $4 ტრილიონს შესაძლოა Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამაც მიაღწიოს

Nvidia-ს შემდეგ $4 ტრილიონს შესაძლოა Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამაც მიაღწიოს

Nvidia-ს შემდეგ $4 ტრილიონს შესაძლოა Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამაც მიაღწიოს
Microsoft შესაძლოა მეორე კომპანია გახდეს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $4 ტრილიონს მიაღწევს
Microsoft-ი 4 ტრილიონ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის აქციების ფასმა ბირჟის გარეთ ვაჭრობისას 9%-ით მოიმატა და 560 დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.
წყაროს ცნობით, თუ აღნიშნული ზრდა ბირჟის გახსნამდე შენარჩუნდება, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს და კომპანია მსოფლიოში მეორე გახდება Nvidia-ს შემდეგ, რომელმაც ამ ნიშნულს მიმდინარე თვეში პირველად გადააჭარბა.
ცნობისთვის, Microsoft-ის კაპიტალიზაციის ზრდაში გადამწყვეტი როლი Microsoft Azure-ის ღრუბლოვანმა სერვისმა ითამაშა, რომლის გაყიდვებიც 39%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების 34%-იან პროგნოზზე მეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.