Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, Nvidia-ს აქციათა ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
FactSet-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამთვიან პერიოდში (რომელიც 30 აპრილს დასრულდა,) თითო აქციაზე Nvidia-ს მოგებამ – $6.12-ს, გაყიდვებმა კი $26 მილიარდს მიაღწია. ამავე ჭრილში, ანალიტიკოსები აქციაზე $5.60-ის მოგების მიღებას და გაყიდვებში – $24.59 მილიარდს პროგნოზირებდნენ. შედეგად, Nvidia-ს მოგება და შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 628%-ითა და 268%-ით გაიზარდა.
შესაბამისად, ეს კვარტალი Nvidia-სთვის ყველაზე მოგებიანი და შემოსავლიანი აღმოჩნდა. შედეგებმა მიმდინარე წლის იანვარში დასრულებული კვარტალის რეკორდულ მონაცემებსაც გადააჭარბა – $12.3 მილიარდის მოგება და $22.1 მილიარდის შემოსავალი.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Nvidia-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და ჩვეულებრივ სავაჭრო საათებში მისთვის ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ