ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში სამომხმარებლო ფასები მაისში 2.8%-ით გაიზარდა

გერმანიაში სამომხმარებლო ფასები მაისში 2.8%-ით გაიზარდა
გერმანიაში სამომხმარებლო ფასები, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, 2024 წლის მაისში ყოველწლიურად 2.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 2.4%-იანი ზრდის შემდეგ. ეს არის ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) წინასწარი მონაცემები.
წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასები აპრილში ყოველთვიურად 0,6%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები საშუალოდ 2.7%-ით ზრდას პროგნოზირებენ წლიური თვალსაზრისით და 0.2%-ით წინა თვესთან შედარებით.
გერმანული სტანდარტებით გათვლილი სამომხმარებლო ფასები მაისში წლიური თვალსაზრისით 2,4%-ით გაიზარდა. აპრილთან შედარებით ზრდა 0,1% იყო.
ექსპერტები 2.4%-იან ზრდას ელოდნენ წლიურ მაჩვენებელში, ხოლო 0.2%-იან ზრდას ყოველთვიურად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.