Nvidia-მ აქციების ზრდის ფონზე, კაპიტალიზაციის რეკორდს მიაღწია

Nvidia Corp.-ის აქციები ხუთშაბათს 1.3%-ით გაიზარდა და ჩიპების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციამ შესაძლოა მალე ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.
წინა დღის ვაჭრობის დროს Nvidia-ს კოტირებები 2.4%-ით გაიზარდა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3.92 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. სესიის დასრულებისთვის ეს მაჩვენებელი 3.89 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. Apple Inc.-მა გასული წლის დეკემბრის ბოლოს ვაჭრობის დახურვისას აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - 3.915 ტრილიონი დოლარი, წერს Reuters.
Nvidia ამჟამად აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ყველაზე ღირებული კომპანიაა. მეორე ადგილზეა Microsoft Corp. (3.7 ტრილიონი აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - Apple (3.19 ტრილიონი აშშ დოლარი).
ვრცლად Interfax-ზე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.