უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო – აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
„აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მოსკოვი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.
რუსეთმა დააჩქარა გიუმრიში (სომხეთი) საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით.
პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებიდან აგროვებენ რუსეთიდან, რომლებიც სამსახურს გადიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
ამას გარდა, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დამონებული ერების წარმომადგენლებიდან – კერძოდ, სამხრეთ ოსეთიდან და ადიღედან…
უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყურადღების თვალის დევნებას რუსული ჯარების გადაადგილებისთვის როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ადრეი იუსოვმაც გააკეთა.
„სომხეთში რუსული ჯარების განლაგება – ეს კრემლის კომპლექსური სტრატეგიის ელემენტია, რომელიც უსაფრთხოების გლობალური ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი კავკასიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ მზადდებოდა“, – განაცხადა იუსოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად