Newsweek: F-16 გამანადგურებლები, სავარაუდოდ, უკვე უკრაინაშია
ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, სავარაუდოდ, უკვე უკრაინაშია, - წერს Newsweek აშშ-ის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა რვა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, 26 დეკემბრის ღამეს განადგურდა VDK „ნოვოჩერკასკი“.
„რუსი პროპაგანდისტები შიშობენ, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ეს შეძლეს F-16 წყალობით“, - აღნიშნავს გამოცემა.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
„უკრაინის დასავლელი მოკავშირეები თვეების წინ დაჰპირდნენ კიევს მოწინავე ამერიკული წარმოების F-16 თვითმფრინავებს, მაგრამ კითხვა ზუსტად როდის გამოჩნდება პირველი ასეთი თვითმფრინავი უკრაინის ცაზე, პასუხგაუცემელი დარჩა“, - წერს Newsweek.
ხაზგასმულია, რომ კიევმა მოითხოვა უფრო ძლიერი იარაღი, რომელიც გაზრდიდა უკრაინის უნარს, დაუპირისპირდეს რუსეთის დომინირებას ცაში და მეტი დარტყმა მიაყენოს მთავარ რუსულ ობიექტებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.