გიორგი პატარიძე: საკმაოდ მყარად ვდგავართ და ცრუ ბრალდებებთან გამკლავება ჩვენთვის ძალიან მარტივია
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ სისტემა მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი და მათთვის ცრუ ბრალდებებთან გამკლავება საკმაოდ მარტივია.

პენიტენციური სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიასა და მასთან გამკლავებაზე ისაუბრა პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.
მისივე თქმით, დღეს პენიტენციურ სისტემა საკმაოდ მყარად დგას და ბრალდებებთან გამკლავება მარტივად შეუძლია.
„მაღალტექნოლოგიური აპარატურით ვართ აღჭურვილი. პენიტენციურ სამსახურში ცალკე დანაყოფიც კი არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში უწევს მონიტორინგს თითოეულ მსჯავრდებულს. ნებისმიერი საეჭვო ფაქტის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერად ხდება ჯერ შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის, შემდეგ კი სტრუქტურის შესაბამისად ყველა ხელმძღვანელი პირის ინფორმირება და რეაგირებაც არ დააყოვნებს, თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ და გამკლავება ამ ბრალდებებთან ჩვენთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, საკმაოდ მარტივია“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.
ციტატები სტატიიდან
„მაღალტექნოლოგიური აპარატურით ვართ აღჭურვილი. პენიტენციურ სამსახურში ცალკე დანაყოფიც კი არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში უწევს მონიტორინგს თითოეულ მსჯავრდებულს. ნებისმიერი საეჭვო ფაქტის ან ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მყისიერად ხდება ჯერ შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის, შემდეგ კი სტრუქტურის შესაბამისად ყველა ხელმძღვანელი პირის ინფორმირება და რეაგირებაც არ დააყოვნებს, თუკი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ და გამკლავება ამ ბრალდებებთან ჩვენთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, საკმაოდ მარტივია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.