პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას” – ალეკო ელისაშვილი

ქართული ოცნება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სააპელაციო სასამართლოდან „ოცნებას“ მიმართა და განაცხადა, რომ 13 წელი მიუსაჯეს და 11 თვეა ოჯახთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს, თუმცა შეწყალებას არ ითხოვს.

,, ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას” – ალეკო ელისაშვილი
ალია

“ეგონათ, მუხლებზე დამდგარს მნახავდნენ – მისამართი შეგეშალათ” – ასე მიმართა სააპლეაციო სასამართლოს დარბაზიდან “ოცნებას” მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ასევე ისაუბრა იმ აკრძალვებზე, რაც 11 თვეა აქვს – მისი თქმით, ოჯახის წევრებს მხოლოდ სხდომებზე ნახულობს, რადგანმათთან კომუნიკაცია ციხეში აკრძალული აქვს:

13 წელი მომისაჯეს, მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩამსვეს, მე-11 თვეა აკრძალული მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კომუნიკაცია. მხოლოდ სასამართლო დარბაზებში ვხედავ ჩემი ოჯახის წევრებს, ამათ ეგონათ, რომ მნახავდნენ მუხლებზე დამდგარს, დავიწყებდი მათთან ხვეწნა-მუდარას, შეწყალების თხოვნას და საპროცესო გარიგებებს და ეგეთ უმსგავსობებს, მაგრამ მისამართი შეეშალათ.

ძმაკაცები და პარტიის ლიდერები ძმაკაცებს იჭერენ, მერე აბუჩად იგდებენ, ერთმანეთს აბეზღებენ, ერთმანეთს ხელს ადებენ, ოღონდ ციხიდან გამოაღწიონ და რას არ კადრულობენ. ხოდა ძაანაც შეეშალათ ჩემთან”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააპელაციო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები