ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე, ეს არის მთელი უბედურება - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულებზე

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, ოპოზიციასა და შვილებს 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულთა ციხეში ჩატოვება პოლიტიკური ინტერესებისა და საგარეო მხარდაჭერისთვის სურთ. სააპელაციო სასამართლოში კი მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეებზე საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე, ეს არის მთელი უბედურება - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულებზე
შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე, ეს არის მთელი უბედურება - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულებზერუსთავი 2

ოთხი ოქტომბრის მსჯავრდებულების საქმეზე, საუბარია მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძეზე, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მთელი უბედურება იმაშია, რომ პოლიტიკური ინტერესებისა თუ საგარეო მხარდაჭერის გამო, შვილებს ურჩევნიათ მამები ციხეში იყვნენ.

"ადამიანების ციხიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციას მიუღებლობის დიდი პოლიტიკა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათი საგარეო მხარდაჭერებისთვის იყოს ტერმინი - "პოლიტიკური პატიმარი." ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ.

ადამიანებს, განსაკუთრებით შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე და ეს არის მთელი უბედურება. საკუთარ მამებს ახალი როლი განუსაზღვრეს, რომ იყვნენ ციხეში და მათი ციხეში ყოფნით, სპეკულაცია გააგრძელონ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.

ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.

მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადამიანების ციხიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციას მიუღებლობის დიდი პოლიტიკა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათი საგარეო მხარდაჭერებისთვის იყოს ტერმინი - "პოლიტიკური პატიმარი." ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ. ადამიანებს, განსაკუთრებით შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე და ეს არის მთელი უბედურება. საკუთარ მამებს ახალი როლი განუსაზღვრეს, რომ იყვნენ ციხეში და მათი ციხეში ყოფნით, სპეკულაცია გააგრძელონ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,“
ირაკლი ქადაგიშვილი
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ. ადამიანებს, განსაკუთრებით შვილებს მამის ციხეში ჩატოვება უნდათ, ამ შემთხვევაში ზრუნავენ არა მამამისზე, არამედ საკუთარ თავზე და ეს არის მთელი უბედურება. საკუთარ მამებს ახალი როლი განუსაზღვრეს, რომ იყვნენ ციხეში და მათი ციხეში ყოფნით, სპეკულაცია გააგრძელონ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?