პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორგანიზატორებმა არ უნდა დატოვონ საპყრობილე სხვა ადამიანებზე ადრე, ეს არის პოლიტიკური ჰარაკირი მათი მხრიდან - შუქრი ბურჭულაძე

შუქრი ბურჭულაძის განცხადებით, აქციის ორგანიზატორებმა საპროცესო შეთანხმება არ უნდა მოითხოვონ და საპყრობილე სხვებზე ადრე არ უნდა დატოვონ. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ძალადობრივი აქციის ვერცერთი ორგანიზატორი ვერ მოიპოვებს თავისუფლებას სახის შენარჩუნებით.

ორგანიზატორებმა არ უნდა დატოვონ საპყრობილე სხვა ადამიანებზე ადრე, ეს არის პოლიტიკური ჰარაკირი მათი მხრიდან - შუქრი ბურჭულაძე
რუსთავი 2

4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ. მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის.

ბოლო წერილში, რომლიც მან ციხიდან გამოაქვეყნა, წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა. ასე არ ფიქრობს მისი შვილი.

შუქრი ბურჭულაძემ დღესაც თქვა, რომ ლიდერებმა საპროცესო შეთანხმება არ უნდა მოითხოვონ. მმართველი გუნდის განცხადებით კი ძალადობრივი აქციის ვერცერთ ორგანიზატორს ვერ გამოუვა თავისუფლების მოპოვება სახის შენარჩუნებით, რადგან თითოეული მათგანი პასუხისმგებელია იმ პროცესებზე რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავდა.

"ორგანიზატორებმა არ უნდა დატოვონ საპყრობილე სხვა ადამიანებზე ადრე, ეს არის პოლიტიკური ჰარაკირი მათი მხრიდან. მე მივესალმები ირაკლის, ძალიან ვამაყობ იმით როგორი პოზიცია აქვს მას და ჩემი აზრით, ყველა ლიდერს უნდა ჰქონდეს ეგეთი პოზიცია. შემდეგ განვიხილავთ პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის მშვიდობისთვის თუ თავისუფლებაზე", - აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოძალადობრივი აქციის ორგანიზატორების აღიარება - პაატა ბურჭულაძე საკუთარი თანამებრძოლების საქციელს ამართლებს, მისი შვილი კი საპროცესო შეთანხმებას ეწინააღმდეგება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დანაშაულის აღიარებისთვის ემზადება, თუმცა მომხრეების თვალში საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს - "ქართულ ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს აფასებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები