ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

რომში, გაეროს FAO-ს სათაო ოფისში ქართული ხორბლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, სადაც ენდემური სახეობები და ტრადიციული პროდუქტები წარადგინეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დავით სონღულაშვილმა და ნინო წილოსანმა.

სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართარუსთავი 2

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანს ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა, ასევე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენდა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამუნა ლილუაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ცენტრის სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსმა თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ წარადგინა.

პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ხორბლის კულტურის ისტორიას, ქვეყნის გენეტიკურ მრავალფეროვნებას, ტრადიციულ მიწათმოქმედებასა და პურის დამზადების წეს-ჩვეულებებს. თამარ ჯინჯიხაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების შესწავლისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობაზე, გენეტიკური რესურსების დაცვასა და გენეტიკური ბანკის როლზე.

„მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ხელს უწყობს უძველესი ქართული ხორბლის კულტურისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვა და მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათგან დამზადებული პური, ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები და ტრადიციული ქართული პროდუქტები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ წარმოდგენილ ნიმუშებს და დაეგემოვნებინათ ქართული პური და ღვინო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსგავს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ხელს უწყობს უძველესი ქართული ხორბლის კულტურისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვა და მათი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის“
ლევან უჯმაჯურიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?