პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომში ქართული ხორბლის შესახებ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

რომში, FAO-ს სათავო ოფისში, ქართული ხორბლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, სადაც უცხოელ პარტნიორებს ქართული ხორბლის 8000-წლიანი ისტორია და პურის ცხობის უძველესი ტრადიციები გააცნეს.

რომში ქართული ხორბლის შესახებ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამუნა ლილუაშვილმა.

„რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისში, გაიმართა ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000-წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების, ქვეყნის გენეტიკური რესურსების, სელექციისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ. მსჯელობა შეეხო ასევე კლიმატის ცვლილების პირობებში ხორბლის წარმოების ადაპტაციასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ხორბლის სხვადასხვა ჯიშისგან გამომცხვარი პური გაესინჯათ და გასცნობოდნენ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს.

საქართველო ხორბლის წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ქვეყანაში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური სახეობა. ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს იუნესკოს (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
  2. რუსთავი 2სამთავრობორომში, მსოფლიო სასურსათო ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება "ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის" გაიმართა
  3. იმედინიუსისამთავრობორომში, მსოფლიო სასურსათო ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა
  4. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისა და გენეტიკური რესურსების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა
  5. იმედინიუსისამთავრობოსურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისა და გენეტიკური რესურსების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისში, გაიმართა ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000-წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილმა რომში სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები