ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხელშეკრულება შეიცვალა – რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ₾6.6 მილიონამდე გაძვირდა

თბილისის მერია

რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაციის ხელშეკრულება გაძვირდა და პროექტის ბიუჯეტმა 6.6 მილიონ ლარს გადააჭარბა, რის მიზეზადაც გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებები დასახელდა; პარალელურად, თბილისის მერიამ კონტრაქტორი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ პირობების დარღვევისთვის 11-ჯერ დააჯარიმა.

ხელშეკრულება შეიცვალა – რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ₾6.6 მილიონამდე გაძვირდა
ხელშეკრულება შეიცვალა – რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ₾6.6 მილიონამდე გაძვირდაალია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა, რის შედეგადაც რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 147,869 ლარით გაიზარდა.

შედეგად, პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა 6,525,272 ლარის ნაცვლად 6,673,141 ლარი შეადგინა.

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზეზი სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი „ახალი, ობიექტური და გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებებია“, რომელთა განსაზღვრაც თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას შეუძლებელი იყო.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტში შევიდა ტექნოლოგიური კორექტირებები:

ბორდიურების ცვლილება: თავდაპირველად გათვალისწინებული ღარ-ბორდიურის ნაცვლად, საგზაო ნაწილის მდგრადობის გაზრდის მიზნით, გადაწყდა მონოლითური ბეტონის ბორდიურის მოწყობა თანამედროვე დანადგარით.

ახალი სამუშაოები: სანიაღვრე ქსელების გამართული ფუნქციონირებისა და მიწისქვეშა/მიწისზედა ინფრასტრუქტურასთან თანხვედრისთვის პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები. მათ შორის, დაზიანებული ასფალტობეტონის მოხსნა და გლდანის ნაგავსაყრელზე გატანა, B-30 კლასის ბორდიურების მოწყობა, თუჯის ჩარჩო-ცხაურები, რკინა-ბეტონის ჭები და სხვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ფასებზე წარმოდგენილია შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიში, ხოლო პროექტის ავტორი კორექტირებულ დოკუმენტაციას ეთანხმება.

ცვლილების საფუძველზე კომპანიას დაევალა, წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გაზრდილი საბანკო გარანტია. შეთანხმება ძალაში 2026 წლის 9 ოქტომბერს შევიდა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავდაპირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.(ბიემჯი)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხელშეკრულება შეიცვალა - რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ₾6.6 მილიონამდე გაძვირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები