პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი - რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?!

ქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნებაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის პოლიტიკიდან წავიდა და საჯარო სექტორთან შეხება აღარ აქვს.

ირაკლი ჭეიშვილი - რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?!
ინტერპრესნიუსი

რადგან მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! - არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაარსებას გამოეხმაურა.

მან მამუკა მდინარაძეს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ეს ადამიანი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. რადგან მას პოლიტიკური გამოცდილება აქვს, კერძო სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალება, თუ რა?! არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკიდან და აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს საჯარო სექტორთან, თანამდებობასთან, შესაბამისად, დაკავდა კერძო საქმიანობით. წარმატებას ვუსურვებ იქ, სადაც არის,“ - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის შექმნაზე - პოლიტიკური თანამდებობის პირი აღარ არის, მას აქვს უფლება კერძო საქმიანობა აწარმოოს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მდინარაძე კერძო სექტორში - სუსის ექს-უფროსმა „საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები