ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის
ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის; ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების აქტიური დაწყება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის და ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში განხორციელებულისამუშაოები, რომლებიც ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების მომზადებას ემსახურებოდა. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა. „მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვსროგორც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის. ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას’’, - აღნიშნა მინისტრმა.
აზიის განვითარების ბანკისმისიის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტთან სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები, დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეტალურ საინჟინრო პროექტს, საგზაო უსაფრთხოებას, ხარჯთაღრიცხვას, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, ასევე პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნის შეფასებას. მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის საპროექტო ტერიტორია დაათვალიერეს.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც აჭარის რეგიონთან სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის, ისე აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მისიმოადგილეები დავით გეწაძე და სალომე წურწუმია ესწრებოდნენ. ADB-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოპერაციების ხელმძღვანელიანდერსპეტერსონი, ტრანსპორტის მთავარი სპეციალისტი ნიკოლასდეიკასტელიდა ტრანსპორტის სპეციალისტიარუნანანაიაკარა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.