ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებში მონაწილეობენ. ფონდის წარმომადგენელ მარნიქს ვან რეის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია და ქვეყანა წარმატებით აგროვებს საერთაშორისო რეზერვებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ. ტაილანდში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან და წარმომადგენლებთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოგვიანებით შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან.
ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველთა სესიაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ალტერნატიული დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანა წარმატებით იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.
"საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია, ამასთანავე, ქვეყანა აგროვებს საერთაშორისო რეზერვებს, აკონტროლებს საბიუჯეტო დეფიციტს და იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ საგარეო რისკებსა და გამოწვევებზე, რადგან მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. მხარს დავუჭერთ საქართველოს მის სწრაფვაში, რომ მიიღოს საჭირო ტექნიკური დახმარება", - აცხადებს მარნიქს ვან რეი.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია, ამასთანავე, ქვეყანა აგროვებს საერთაშორისო რეზერვებს, აკონტროლებს საბიუჯეტო დეფიციტს და იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ საგარეო რისკებსა და გამოწვევებზე, რადგან მსოფლიო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. მხარს დავუჭერთ საქართველოს მის სწრაფვაში, რომ მიიღოს საჭირო ტექნიკური დახმარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.