ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვს

ლელო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამისთვის 147 მლნ ლარის გათვალისწინებას მოითხოვს და ექვსი მუნიციპალიტეტის მერს უკვე მიმართა.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვს
„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვსინტერპრესნიუსი

„ძლიერი საქართველო-ლელო“ 2027 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის გათვალისწინებას მოითხოვს, რომლისთვისაც კოალიციის გაანგარიშებით 147 მლნ ლარია საჭირო.

როგორც რუსთავის საკრებულოში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა ნინო სულაძემ განაცხადა, ინიციატივის ფარგლებში, პარტიამ მოთხოვნით უკვე მიმართა რუსთავის, სიღნაღის, ამბროლაურის, ქარელის, დუშეთისა და აბაშის მერებს. მომდევნო კვირაში კი მოთხოვნა კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში წარედგინება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ამ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობა და მისი განხორციელებისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

პარტიაში აცხადებენ, რომ სრულფასოვანი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა და არც ერთი მოსწავლე არ უნდა იყოს გაკვეთილებზე მშიერი. მათი შეფასებით, პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებსაც შვილების სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა ფინანსურად უჭირთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?