ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნიკა ჩერქეზიშვილი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას

ქართული ოცნებალელოშინაგან საქმეთა სამინისტროიუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურასაქსტატი

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საკრებულოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ხელისუფლება 147 მილიონ ლარს არ იმეტებს სკოლებში ბავშვთა უფასო კვებისთვის, მაშინ როცა 2027 წლის ბიუჯეტში მილიონობით ლარით ზრდის ძალოვანი და რეპრესიული უწყებების დაფინანსებას.

ნიკა ჩერქეზიშვილი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას
ნიკა ჩერქეზიშვილი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებასინტერპრესნიუსი

საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დიაგნოზი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა, მაგრამ ბავშვებისთვის უფასო კვების პროგრამის დანერგვა ვერ მოხერხდა.

„მხოლოდ სარესტორნო მომსახურებისთვის, როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის აპარატის, დეპუტატების და მინისტრების სამსახურები ხარჯავენ მილიონობით ლარს, როცა სულ რაღაც 147 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი.

საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების დიაგნოზი - ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას.

საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს არის ხალხის ფული და ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს ხალხის საჭიროებისთვის. ნაცვლად ამისა, ეს თანხები იხარჯება „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენისთვის, მათი უსაფრთხო და ფუფუნებაში ცხოვრებისთვის.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის 38 მილიარდი ლარი და ამ თანხის მხოლოდ 0.4% არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში პირველიდან - მეოთხე კლასის ჩათვლით არცერთი მოსწავლე აღარ იყოს სასკოლო პერიოდის განმავლობაში მშიერი.

ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო - ლელო", წლების განმავლობაში ვითხოვთ უფასო კვების პროგრამის შემოღებას. დეტალურად გვაქვს დათვლილი რა თანხებია ამისთვის საჭირო და ეს თანხა 147 მილიონ ლარს შეადგენს. 2026 წელთან შედარებით, 2027 წელს საქართველოს ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა და ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა ბავშვებს მოხმარებოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალოვანი და რეპრესიული მანქანის გაძლიერებას ხმარდება: 133 მილიონი ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, 47 მილიონი ლარით იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, 10 მილიონი ლარით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, 6 მილიონი ლარით პროკურატურის.

„ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი შვილების განათლებისთვის ხარჯავენ წელიწადში 200 000 ლარს, დაჰყავთ უცხოეთში სასწავლებლად და რაც განსაკუთრებით მიუღებელია, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებისთვის, როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის აპარატის, დეპუტატების და მინისტრების სამსახურები ხარჯავენ მილიონობით ლარს, როცა სულ რაღაც 147 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი.

UNICEF-ისა და საქსტატის კვლევით, ბავშვების დაახლოებით მესამედი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არის მშიერი. აქედან ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის ბავშვების ჯანმრთელობა და მათი ხარისხიანი განათლება.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" ვაგრძელებთ მოქმედებას, ვაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რომ ეს შედეგი იყოს მიღწეული - საქართველოში არცერთი ბავშვი სასკოლო პერიოდის განმავლობაში აღარ იყოს მშიერი”, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?