ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინა

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი უარყოფს ცნობას, რომ მას თბილისში ძაღლმა უკბინა: მისი განცხადებით, დაშავდა არა თავად, არამედ საელჩოს სხვა დიპლომატი.

ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინა
ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინაინტერპრესნიუსი

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა, მე არ დავშავებულვარ!- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულით ელჩი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის თბილისში ძაღლმა დაკბინა.

„როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს!

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა - ელჩი გახდა.

მნიშვნელოვანი განმარტება: მე არ დავშავებულვარ! როგორც ჩანს ჩემამდე ამ ამბავმა საავადმყოფოში მიაღწია.

ჩვენს დაშავებულ კოლეგას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ნეტა, ზოგი ამბავი უფრო გონივრულად, ზუსტად და დამაჯერებელი სიმართლით ვრცელდებოდეს!” - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის ელჩს თბილისში ძაღლმა უკბინა და ძაღლების მოგერიების დროს დიპლომატმა ფეხი მოიტეხა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?