შიკორსკი: მხოლოდ პუტინმა იცის, კონფლიქტი რამდენად ახლოსაა, შეკავებისთვის მზად უნდა ვიყოთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ NATO მზად უნდა იყოს რუსეთის შესაკავებლად იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გაიმეორებს საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს. მისი თქმით, მხოლოდ ვლადიმირ პუტინმა იცის, რამდენად ახლოსაა რეალური შეიარაღებული კონფლიქტი ალიანსის ქვეყნებთან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ NATO მზად უნდა იყოს რუსეთის შესაკავებლად, თუკი ის ალიანსის წევრ ქვეყანას დაესხმება თავს და "გააკეთებს იმას, რაც აქამდე საქართველოში, ახლა კი - უკრაინაში ჩაიდინა".
მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ვლადიმირ პუტინმა იცის, "რამდენად ახლოს ვართ რუსეთსა და NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანას შორის რეალურ შეიარაღებულ კონფლიქტთან", რადგან "NATO წმინდად თავდაცვითი ალიანსია".
"მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, რამდენად ახლოს ვართ დღეს რუსეთსა და NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანას შორის რეალურ შეიარაღებულ კონფლიქტთან. ეს არის ვლადიმირ პუტინი, რადგან NATO წმინდად თავდაცვითი ალიანსია. შეკავებისთვის მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი გააკეეთებს იმას, რაც აქამდე საქართველოში, ახლა კი - უკრაინაში ჩაიდინა". - თქვა შიკორსკიმ.
ცნობისთვის, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ თქვა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან ევროპის აღმოსავლეთით შესაძლო ესკალაციისთვის მზად არის.
მანამდე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა დაადასტურა, რომ ლიტვა ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების მომზადების შესახებ. მსგავსი გაფრთხილება მანამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმაც გააჟღერა. ტუსკმა თქვა, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთლიან რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის.
ტუსკმა ამის შესახებ CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე საუბრისას ისაუბრა. მისი თქმით, პოლონეთი CIA-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტშია და რეტკლიფის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს რეტკლიფი მოულოდნელად მოსკოვში ჩავიდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზიტის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, არ მოხდეს მოსკოვის მხრიდან NATO-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ესტონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან, დაძაბულობის ესკალაცია.
რეტკლიფმა მოსკოვი გააფრთხილა, არ მოხდეს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაცია – Politico
ციტატები სტატიიდან
„მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, რამდენად ახლოს ვართ დღეს რუსეთსა და NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანას შორის რეალურ შეიარაღებულ კონფლიქტთან. ეს არის ვლადიმირ პუტინი, რადგან NATO წმინდად თავდაცვითი ალიანსია. შეკავებისთვის მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი გააკეეთებს იმას, რაც აქამდე საქართველოში, ახლა კი - უკრაინაში ჩაიდინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.