ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი და გელა სამხარაული რომში სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები რომში FAO-ს სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ, სადაც ქართული ენდემური ხორბლის შესახებ ღონისძიება გაიმართება.

ნინო წილოსანი და გელა სამხარაული რომში სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენ
ნინო წილოსანი და გელა სამხარაული რომში სურსათის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობენპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმში (World Food Forum 2026) მონაწილეობენ.

ფორუმის ფარგლებში 13 ოქტომბერს საქართველოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება – „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართება, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სიტყვით გამოვა.

ღონისძიებაზე საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი აგრარული მემკვიდრეობა, ქართული ენდემური ხორბლის უნიკალური გენეტიკური რესურსები, აგრობიომრავალფეროვნების დაცვის პრაქტიკული გამოცდილება და UNESCO-ს ფარგლებში ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი აღიარება.

ფორუმში მონაწილეობის მიზანია ქართული ხორბლის კულტურის, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციებისა და რიტუალების, ადგილობრივი ჯიშებისა და უნიკალური გენეტიკური რესურსების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.

სურსათის მსოფლიო ფორუმი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით იმართება. მისი მიზანი აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის ხელშეწყობა, ინოვაციური მიდგომების განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?