„ქართული ოცნება" კომუნისტური ვიეტნამის დელეგაციას მასპინძლობს
თბილისში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი ჩამოვიდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი შეხვდნენ. მხარეებმა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შუა დერეფანზე ისაუბრეს, ხოლო ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს.

„ქართული ოცნება" კომუნისტური ვიეტნამის დელეგაციიას მასპინძლობს - თბილისში ჩამოსულ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანის საერთაშორისო აეროპორტში მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიეტნამის მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა ირაკლი კობახიძეც.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ვიეტნამის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
ცნობისთვის, ვიეტნამი ერთ-ერთია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.