პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, სავაჭრო კავშირების გაღრმავება და შუა დერეფნის როლი განიხილეს.

ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო.

ხაზი გაესვა ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს.

ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
  7. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
  8. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძემ ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნება" კომუნისტური ვიეტნამის დელეგაციას მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები