ტრამპს არ სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სჯერა, თითქოს ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან. მისი თქმით, ეს რომ ასე ყოფილიყო, შეერთებული შტატები ამის შესახებ ძალიან სწრაფად შეიტყობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი და რუსეთის ირანს ეხმარებიან.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ეს ასე რომ ყოფილიყო, შეერთებული შტატები ამას ძალიან სწრაფად გაიგებდა.
„ვხედავ, რამდენ კომენტარს წერენ რადიკალი მემარცხენე იდიოტები და გიჟები იმის შესახებ, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანის „შესანიშნავ“ ისლამურ რესპუბლიკას ეხმარებიან. თუ ისინი მართლაც ეხმარებიან, ეს დახმარება ძალიან შეზღუდულია, თუმცა საერთოდ არ მჯერა, რომ ამას აკეთებენ. მათ დასაკარგი ძალიან ბევრი აქვთ. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად გავიგებდით და თანაც ძალიან სწრაფად!“, - დაწერა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„ვხედავ, რამდენ კომენტარს წერენ რადიკალი მემარცხენე იდიოტები და გიჟები იმის შესახებ, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანის „შესანიშნავ“ ისლამურ რესპუბლიკას ეხმარებიან. თუ ისინი მართლაც ეხმარებიან, ეს დახმარება ძალიან შეზღუდულია, თუმცა საერთოდ არ მჯერა, რომ ამას აკეთებენ. მათ დასაკარგი ძალიან ბევრი აქვთ. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად გავიგებდით და თანაც ძალიან სწრაფად!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.