ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“ - გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენ

გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა ევროპულ საბჭოს მიმართეს და ბიუროკრატიის შემცირების მიზნით ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შეჩერების მექანიზმის შემოღება მოითხოვეს.

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“ - გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენ
„მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“ - გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენიმედინიუსი

გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენ, - წერს გამოცემა POLITICO.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, სამი ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს „საგანგებო მუხრუჭის“ მექანიზმი სჭირდება, რათა თავისი შესუსტებული ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გააძლიეროს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა ასევე მოითხოვეს „დაგეგმვისა და დამტკიცების პროცედურების მნიშვნელოვანი დაჩქარება“ და ახალი „პრიორიტეტული წესის“ ფარგლებში „გარკვეულ მარეგულირებელ სფეროებში წესების განსაზღვრული ვადით შეჩერება“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“, - წერენ ლიდერები და დასძენენ, რომ ევროკომისიამ ეს ტვირთი „პირველ რიგში“ მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შეუმსუბუქოს.

„უფრო ფართო კონტექსტში, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს იმის აცილება, რომ ზედმეტმა მარეგულირებელმა ტვირთმა და თანმდევმა ხარჯებმა ევროპული ინდუსტრიული სიმძლავრეების სამუდამო დაკარგვა და ინვესტიციებისა თუ კონკურენტუნარიანობის შემდგომი დასუსტება არ გამოიწვიოს“, - ნათქვამია წერილში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“
„უფრო ფართო კონტექსტში, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს იმის აცილება, რომ ზედმეტმა მარეგულირებელმა ტვირთმა და თანმდევმა ხარჯებმა ევროპული ინდუსტრიული სიმძლავრეების სამუდამო დაკარგვა და ინვესტიციებისა თუ კონკურენტუნარიანობის შემდგომი დასუსტება არ გამოიწვიოს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?