ევრობიუროკრატთა სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატები დიალოგის ნაცვლად ბოიკოტის მხარეს დგანან, რაც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მმართველი პარტია ხაზს უსვამს ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას გააზრებული აქვს საქართველოს როლი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, ამის გათვალისწინებით კი მნიშვნელოვანია, დიალოგი და ორმხრივი კომუნიკაცია ამ ქვეყნებთან.
რაც შეეხებათ ევრობიუროკრატებს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ისინი არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს არიან, რაც თავის მხრივ, ევროპულ ღირებულებებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.
ნინი გოგიშვილის სიუჟეტი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.