ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო...

სერგეი ლავროვის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგოზავი“ ზელენსკის „ამოსუნთქვისთვის“ სჭირდება, მოსკოვი კი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევას აგრძელებს.

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო...
ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო...რადიო თავისუფლება

12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ "რუსეთსა და უკრაინას შორის ომში" 11 ოქტომბერს გამოცხადებულ "ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტასა" და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს, რომ რუსეთის მიერ ზავის შესრულების შემთხვევაში, ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე. ლავროვმა განაცხადა, რომ ზელენსკის სურს ყველა საშუალება გამოიყენოს "ამოსუნთქვისა" და დასავლელი "პატრონებისგან" მეტი შეიარაღების მისაღებად და რომ რუსეთს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები არ შეუცვლია და აგრძელებს მათ შესრულებას.

"ენერგეტიკული ზავის" შესახებ შეკითხვა სერგეი ლავროვს ლიბანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ბრიფინგზე დაუსვა კატარის ტელევიზია "ალარაბიას" კორესპონდენტმა:

„მსოფლიოში და კერძოდ, ევროპაში ჯერაც ვერ მოეგნენ გონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „დიზელის გარიგებაზე“ ამბისგან. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ მიღწეულია შეთანხმება უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტაზე. მართლაც არის თუ არა მიღწეული ეს შეთანხმება? მხარს უჭერს თუ არა ამ შეთანხმებას მოსკოვი და თუ კი, როგორია მისი პირობები?".

სერგეი ლავროვის პასუხი:

"ამ შეთანხმების სტატუსს რაც შეეხება, ზელენსკის რეაქცია შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომელმაც, როცა ასეთივე შეკითხვა დაუსვეს, თქვა, რომ არ სმენია ასეთ შეთანხმებაზე და მოხარული იქნება მიიღოს რაიმე განმარტებები და რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ამის თაობაზე მან უკვე ბევრჯერ თქვა. ბოლო ხანგრძლივი თვეების განმავლობაში როგორც ზელენსკის, ისე მისი დასავლელი „პატრონების“ რიტორიკაში, ლოზუნგი - „ცეცხლის შეწყვეტა“ შეცვალა ლოზუნგმა - „რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება“.

მიზანი არის ერთი და ძალიან მარტივი - დროის გამოვაჭრება იმისთვის, რომ მან ამოსუნთქვის საშუალება მიიღოს. მან [ზელენსკიმ-რთ] თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც კი მზად არის, თუკი ძალების მოსაკრებად ორ თვეს მისცემენ. და ამ პერიოდში ევროპა მოახერხებს მის დატენას ახალი შეიარაღებით რუსი ხალხის წინააღმდეგ მისი ტერორისტული ომის გასაგრძელებლად".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის "ხელოვნური გაოცება ასახავს მხოლოდ ერთ რამეს - მას ძალიან უნდა ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა, იდეა, რომელიც საჯარო სივრცეში ჩნდება, ყველა საშუალებით გამოიყენოს, რომ ამოსუნთქვის ინტერესის განხორციელების ხელშესაწყობად".

სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა გამოხატა და აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას:

"არ მგონია, რომ მან დაიმსახურა ამოსუნთქვა. არ მგონია, რომ ჩვენ მორიგჯერ ვენდობით მის გარანტიებსა და დაპირებებს. პრეზიდენტმა [პუტინმა-რთ] ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას. ისინი ყველასთვის შესანიშნავად არის ცნობილი. ჩვენ ისინი არასდროს შეგვიცვლია, ზელენსკისა და მისი ევროპელი „პატრონების“ ზიგზაგებისა და „რხევისგან“ განსხვავებით. ამიტომაც, არაფრისთვის და არავის წინაშე გვაქვს თავი სამართლებელი“.

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაპოსტა:

"ძალაშია დაუყოვნებლივ - რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არის "ენერგეტიკული ზავი". ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ ის!".

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, მათ შორის, 12 ოქტომბერს - ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას და განაცხადა, რომ "ნათელი იყო, პუტინი Truth Social-ს არ კითხულობს და მისი "შაჰედის" დრონები სხვაგვარ მითითებებს ასრულებენ. თუმცა, ეს პოსტი ეხება იმას, რაც ზეგავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი".

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინამ "მყისიერად დაუჭირა მხარი ზავის იდეას, როგორც თვეების განმავლობაში არაერთხელ გაუკეთებია, როცა თავად წამოაყენა ენერგოზავის იდეა. ჩვენ დავთანხმდით ენერგოზავს. ამერიკულმა გუნდმა კარგად იცის, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის". ზელენსკიმ აგრეთვე თქვა, რომ "წუხელ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ იწვოდა. თუმცა, შუაღამისას რუსეთის რეაქტიულძრავიანმა "შაჰედმა" ბუნებრივი აირის ობიექტს დაარტყა. დარტყმა განხორციელდა აგრეთვე ჩვეულებრივ ბენზინგასამართ სადგურს".

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ 11 ოქტომბერს "არავინ გაუოცებია იმას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგოზავის მიღწევაზე ამერიკის პრეზიდენტის უცაბედი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტის გამოქვეყნების მომენტში, რუსეთის რეაქტიულძრავიანი "შაჰედის" დრონები ჩვენს ცაში დაფრინავდნენ. კიევის დიდ ნაწილს არც წყლით და არც ელექტრომომარაგება არ ჰქონდა და სარემონტო ჯგუფები მუშაობდნენ ენერგოსადგურზე "შაჰედით" დარტყმის შემდეგ ელექტრომომარაგების აღსადგენად. პოსტის გამოქვეყნებისთანავე, რუსეთმა განახორციელა გამიზნული დარტყმა ხარკოვის ელექტროსადგურზე, რითაც დამატებითი ზიანი მიაყენა ჩვენს ენერგოსისტემას".

უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე პირობა დადო, რომ "თუ ამ ზამთარს რუსეთი არ დათანხმდება ენერგოზავს, ჩვენ ვუპასუხებთ".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ შეთანხმების სტატუსს რაც შეეხება, ზელენსკის რეაქცია შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომელმაც, როცა ასეთივე შეკითხვა დაუსვეს, თქვა, რომ არ სმენია ასეთ შეთანხმებაზე და მოხარული იქნება მიიღოს რაიმე განმარტებები და რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის. ამის თაობაზე მან უკვე ბევრჯერ თქვა. ბოლო ხანგრძლივი თვეების განმავლობაში როგორც ზელენსკის, ისე მისი დასავლელი „პატრონების“ რიტორიკაში, ლოზუნგი - „ცეცხლის შეწყვეტა“ შეცვალა ლოზუნგმა - „რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება“. მიზანი არის ერთი და ძალიან მარტივი - დროის გამოვაჭრება იმისთვის, რომ მან ამოსუნთქვის საშუალება მიიღოს. მან [ზელენსკიმ-რთ] თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვისაც კი მზად არის, თუკი ძალების მოსაკრებად ორ თვეს მისცემენ. და ამ პერიოდში ევროპა მოახერხებს მის დატენას ახალი შეიარაღებით რუსი ხალხის წინააღმდეგ მისი ტერორისტული ომის გასაგრძელებლად“
სერგეი ლავროვი
„არ მგონია, რომ მან დაიმსახურა ამოსუნთქვა. არ მგონია, რომ ჩვენ მორიგჯერ ვენდობით მის გარანტიებსა და დაპირებებს. პრეზიდენტმა [პუტინმა-რთ] ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას. ისინი ყველასთვის შესანიშნავად არის ცნობილი. ჩვენ ისინი არასდროს შეგვიცვლია, ზელენსკისა და მისი ევროპელი „პატრონების“ ზიგზაგებისა და „რხევისგან“ განსხვავებით. ამიტომაც, არაფრისთვის და არავის წინაშე გვაქვს თავი სამართლებელი“
სერგეი ლავროვი
„ძალაშია დაუყოვნებლივ - რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არის "ენერგეტიკული ზავი". ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ ის!“
დონალდ ტრამპი
„თუ ამ ზამთარს რუსეთი არ დათანხმდება ენერგოზავს, ჩვენ ვუპასუხებთ“
„დრონები სხვაგვარ მითითებებს ასრულებენ. თუმცა, ეს პოსტი ეხება იმას, რაც ზეგავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე და ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“
ვლადიმირ პუტინი
„წუხელ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ იწვოდა. თუმცა, შუაღამისას რუსეთის რეაქტიულძრავიანმა“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„არავინ გაუოცებია იმას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგოზავის მიღწევაზე ამერიკის პრეზიდენტის უცაბედი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტის გამოქვეყნების მომენტში, რუსეთის რეაქტიულძრავიანი“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„დრონები ჩვენს ცაში დაფრინავდნენ. კიევის დიდ ნაწილს არც წყლით და არც ელექტრომომარაგება არ ჰქონდა და სარემონტო ჯგუფები მუშაობდნენ ენერგოსადგურზე“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?