ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნარდის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 47-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა — გამარჯვება მამაკაცებში გენად ბერიძემ, ხოლო ქალებში გულნარა ბოლქვაძემ მოიპოვა.

ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ხულოში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართაიმედინიუსი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნარდში ნოდარ ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 47-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა. დაძაბულ და საინტერესო თამაშის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მამაკაცთა შორის პირველი ადგილი გენად ბერიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მერაბ მჟავანაძე გავიდა, მესამე ადგილი კი იგორ აბულაძემ მოიპოვა.

ქალთა შორის გამარჯვება გულნარა ბოლქვაძემ მოიპოვა, მეორე ადგილი იზოლდა ხოზრევანიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ნინო აბაშიძე გავიდა.

ტურნირის მიზანს ნარდის პოპულარიზაცია, სპორტის ამ სახეობის განვითარება და სპორტის მოყვარულთა ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის საგვარეულო მამულიშვილთა კავშირისა და აჭარის ნარდის ფედერაციის მიერ გამარჯვებულებს ოქროსა და ვერცხლის კამათლები გადაეცათ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?