ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ - ველოდებით, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ორი კლასტერი ხვალ გაიხსნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიევი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ორი ახალი კლასტერის გახსნას ელოდება მას შემდეგ, რაც რადამ უმცირესობათა უფლებებზე კანონმდებლობა მიიღო.

ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ - ველოდებით, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ორი კლასტერი ხვალ გაიხსნება
ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ - ველოდებით, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ორი კლასტერი ხვალ გაიხსნებაინტერპრესნიუსი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ორბანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სიბიგა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი და ევროპული დღის წესრიგის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს, მოსაზრებები გაცვალეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

“ერთმანეთს მივულოცეთ ორმხრივი შეთანხმებების წარმატებით შესრულება. დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები განათლების კანონმდებლობაში, რათა უზრუნველყოს უკრაინაში ევროპული ეროვნული უმცირესობების უფლებები ამ სფეროში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს განხორციელდა პირველი კლასტერის ფარგლებში უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ანუ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ელის ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ორი კლასტერის გახსნის შესახებ.

“ხვალ ველოდებით ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას მე-2 კლასტერის („შიდა ბაზარი“) და მე-3 კლასტერის („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) გახსნის შესახებ. მადლობა გადავუხადე უნგრულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი კონსტრუქციული პოზიციისთვის”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უნგრელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქსა და სხვა მშვიდობიან ქალაქებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმების გააქტიურების შესახებ.

“ასევე განვიხილეთ ევროპული საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს აგრესორის შეჩერებას, მის იძულებას - უარი თქვას ტერორის ტაქტიკაზე - და მოლაპარაკებების მაგიდასთან მის დაბრუნებას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. უკრაინა-უნგრეთის დიალოგი სულ უფრო მტკიცდება. იგი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, კეთილმეზობლობასა და ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამის საერთო ევროპულ მომავალს”, - წერს სიბიგა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთმანეთს მივულოცეთ ორმხრივი შეთანხმებების წარმატებით შესრულება. დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები განათლების კანონმდებლობაში, რათა უზრუნველყოს უკრაინაში ევროპული ეროვნული უმცირესობების უფლებები ამ სფეროში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს განხორციელდა პირველი კლასტერის ფარგლებში უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ანუ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს“
„ხვალ ველოდებით ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას მე-2 კლასტერის („შიდა ბაზარი“) და მე-3 კლასტერის („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) გახსნის შესახებ. მადლობა გადავუხადე უნგრულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი კონსტრუქციული პოზიციისთვის“
„ასევე განვიხილეთ ევროპული საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს აგრესორის შეჩერებას, მის იძულებას - უარი თქვას ტერორის ტაქტიკაზე - და მოლაპარაკებების მაგიდასთან მის დაბრუნებას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. უკრაინა-უნგრეთის დიალოგი სულ უფრო მტკიცდება. იგი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, კეთილმეზობლობასა და ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამის საერთო ევროპულ მომავალს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადების შესახებ: „უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები