“ახლა ეს ბაზარი დაიკეტა საქართველოს ე.წ. “ხელისუფლების” უტვინო და ყალბ ორიენტაციებზე აგებული პოლიტიკის გამო!” – დემურ გიორხელიძე
ეკონომისტ დემურ გიორხელიძის მტკიცებით, ქართული ღვინის ინდუსტრია ფალსიფიკაციაზეა აგებული და გაკოტრებულია, ხოლო ბაზარი ქვეყანას ხელისუფლების „უტვინო და ყალბ ორიენტაციებზე აგებული პოლიტიკის გამო“ დაეკეტა.

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე:
აი, გამოქვეყნდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) უახლესი მონაცემებით: საუკეთესო ხარისხის ღვინის მწარმოებელი 10 ქვეყანა.
ცხადია, საქართველოს ხსენება არ არის და არც იქნება, რადგან “წითელ მეღვინეობაზე”, – ანუ ფალსიფიკაციაზე, თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია:
ფალსიფიცირებული ღვინოები რომ გაეყიდათ, ბოთლში 2 დოლარზეც იყვნენ თანახმა.
ახლა ეს ბაზარი დაეკეტათ საქართველოს ე.წ. “ხელისუფლების” უტვინო და ყალბ ორიენტაციებზე აგებული პოლიტიკის გამო!
რას ვაპირებთ?!
ბოლომდე უნდა გავანადგუროთ ჩვენი ქვეყანა?!
პოლიტიკური თვალსაზრისით, მალე უარესი შედეგი დადგება, თუ ასე გავაგრძელებთ!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.