ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“საქართველო ყომარის, ბო@ობისა და შავი ფულის რეცხვის ცენტრად აქციეს” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტ დემურ გიორხელიძის მტკიცებით, ხელისუფლებამ საქართველო აზარტული თამაშებისა და შავი ფულის რეცხვის ცენტრად აქცია. მისი თქმით, საქსტატის მონაცემებით, ბიზნესის მთლიან ბრუნვაში სათამაშო ინდუსტრიას თითქმის მესამედი უჭირავს, ხოლო Top-10 კომპანიიდან 8 სწორედ ამ სექტორს ეკუთვნის.

“საქართველო ყომარის, ბო@ობისა და შავი ფულის რეცხვის ცენტრად აქციეს” – დემურ გიორხელიძე
“საქართველო ყომარის, ბო@ობისა და შავი ფულის რეცხვის ცენტრად აქციეს” – დემურ გიორხელიძეალია

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე;

საღ ქართველებს მივმართავ: ყურადღებით გაიაზრეთ,

რა ჯოჯოხეთს უმზადებს საქართველოს ეს უკანონო და

არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც საქართველო

ყომარის, ბო@ობისა და შავი ფულის რეცხვის ცენტრად

აქცია.

მხოლოდ ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი მონაცემები, –

არაფერი პრადული, – ეს პოლიტიკაა!

მხოლოდ შიშველი ფაქტები:

”საქართველსაქსტატის (საქართველოს სტატისტიკის

ეროვნული სამსახური) ოფიციალური მონაცემების

მიხედვით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის

(აზარტული თამაშებისა და კაზინოების) სექტორის

ბრუნვა ბოლო წლებში რეკორდულად იზრდება:

• 2024 წელს: სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მილიარდ

ლარს გადააჭარბა.

• 2025 წელს: მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა და

რეკორდულ 88-89 მილიარდ ლარს (დაახლოებით 88.3 მლრდ ლარს) მიაღწია.

ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა 2026 წლის

შედეგები დაჯამდება!

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნესის „ბრუნვა“

გულისხმობს მოთამაშეების მიერ დადებული ფსონების

(ჩარიცხვების) ჯამურ ერთობლიობას და არა კომპანიების

წმინდა მოგებას ან მოქალაქეების მიერ წაგებულ რეალურ

თანხას.

რომელი სექტორები ლიდერობენ საქართველოში ბრუნვის

მიხედვით?

საქსტატის 2025 წლის შეჯამებული მონაცემებით

საქართველოში ბიზნესსექტორის მთლიანმა ბრუნვამ

253.7 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ საერთო ბრუნვაში

სათამაშო ინდუსტრიას თითქმის მესამედი (88.3 მლრდ

ლარი) უჭირავს.

თუ ს ა თ ა მ ა შ ო ბ ი ზ ნ ე ს ს გ ა მ ო ვ რ ი ც ხ ა ვ თ,

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ლიდერობენ შემდეგი მსხვილი სექტორები:

1. ვ ა ჭ რ ო ბ ა (საბითუმო და საცალო):

ეს არის აბსოლუტური ლიდერი ეკონომიკაში სათამაშო

ბიზნესის შემდეგ, აქ შედის როგორც ავტომობილებითა და

მოტოციკლებით ვაჭრობა, ისე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, – ამ უკანასკნელზე ფასები მუდმივად იზრდება და თან მაღალი ტემპით.

SOS!

საინტერესო ფაქტია, რომ თუ კომპანიების

ინდივიდუალურ რეიტინგს შევხედავთ,

საქართველოში

ყ ვ ე ლ ა ზ ე დ ი დ ი ბ რ უ ნ ვ ი ს მქონე Top-10 კომპანიას

შორის 8 (რვა) სწორედ სათამაშო ბიზნესის (ონლაინ კაზინოებისა

და ტოტალიზატორების) წარმომადგენელია.

ათეულში მათ გარდა მხოლოდ მსხვილი

ავტოიმპორტიორები და სუპერმარკეტების ქსელები ხვდებიან.

აი, რა არის დღეს საქართველოს ეკონომკის სახე!

და ამ დამპალ სისტემას მხოლოდ გონებაჩლუნგი

ქართველებისა და ფულს დახამებული სერვის-ჯგუფების

მხარდაჭერა აქვს.

ეს არის სრული კატასტროფის გზა!

რაც მალე მიხვდებიან საღი ქართველები ამ ტრაგედიის

ღრმა და კატასტროფულ შედეგებს, – მით უკეთესია,

თორემ ქართველებს თვითლიკვიდაციის გზაზე უკვე

გვარიანად აქვთ შეტოპოლი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ” კანონპროექტის შესახებ: “ამ კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული თამაშების არასასურველი პოპულარიზაცია, რომლებიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები