ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი ძალადობის საქმე - რა ჩვენება მისცა გამომძიებელმა, ვინც ბრალდებულები ამოიცნო

გიგა ავალიანის საქმეს გამოყოფილ ძალადობის ეპიზოდზე მთავარი გამომძიებელი გიორგი გოგუა დაიკითხა, რომელმაც ძალადობის ამსახველი კადრების დათვალიერების შედეგად ბრალდებული არასრულწლოვნები ამოიცნო.

ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი ძალადობის საქმე - რა ჩვენება მისცა გამომძიებელმა, ვინც ბრალდებულები ამოიცნო
ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი ძალადობის საქმე - რა ჩვენება მისცა გამომძიებელმა, ვინც ბრალდებულები ამოიცნოTV პირველი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულები ირაკლი სულაბერიძის და დემეტრე კასრაძის პროცესზე მთავარი გამომძიებელი გამოიკითხა.

გიორგი გოგუამ დეტალურად ისაუბრა მის მიერ ე.წ. დიღმის ძალადობების საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

ეს ის ძირითადი გამომძიებელია ვინც დეტალურად დაათვალიერა ძალადობის ამსახველი კადრები და ამოიცნო ის არასრულწლოვნები, რომლებსაც დღეს ბრალდებულის სტატუსი აქვთ.

როგორც ბრალდების მხარე ამბობს, მოქმემ ამავე კადრებში ამოიცნო გოგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის მუხლით მსჯავვრდებული დემეტრე ჩიქოვანი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მასწავლებლის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები