გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილი საქმის პროკურორი: მოწმეებმა მოახდინეს ბრალდებული პირების ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია
პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მოწმეებმა ვიდეოჩანაწერებში ამოიცნეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე, რომლებიც მიწაზე წაქცეულ პირზე ძალადობდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებული ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და მოწმეები დაკითხეს. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი, სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
როგორც პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, დაიკითხა 2 მოწმე, რომლებმაც შეძლეს ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ბრალდებულების იდენტიფიკაცია.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების: ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის მიმართ ბრალდების მხარემ გამოიკვლია ორი მოწმის ჩვენება. კერძოდ, დაიკითხა საქმის ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმე, რომლებმაც მოახდინეს ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ბრალდებულების იდენტიფიკაცია. ორივე მათგანმა ცალსახად მიუთითა, რომ კადრში ასახული პიროვნებები, რომლებიც ძალადობენ ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც მიწაზეა წაქცეული და თავს ვერ იცავს, იმდენად ინტენსიური თავდასხმა ხორციელდება მასზე. ამ ვიდეოკადრებში ასახული ორი პიროვნება ნამდვილად არის ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე", - აცხადებს ქეთევან სონიძე.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების: ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის მიმართ ბრალდების მხარემ გამოიკვლია ორი მოწმის ჩვენება. კერძოდ, დაიკითხა საქმის ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმე, რომლებმაც მოახდინეს ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ბრალდებულების იდენტიფიკაცია. ორივე მათგანმა ცალსახად მიუთითა, რომ კადრში ასახული პიროვნებები, რომლებიც ძალადობენ ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც მიწაზეა წაქცეული და თავს ვერ იცავს, იმდენად ინტენსიური თავდასხმა ხორციელდება მასზე. ამ ვიდეოკადრებში ასახული ორი პიროვნება ნამდვილად არის ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…