ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“10 000 ლარად დევნილმა რა უნდა იყიდოს, ამიხსენით, თუ შეიძლება!” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი ბერდია კალანდია დევნილებისთვის საცხოვრისის ნაცვლად 10 000 ლარის კომპენსაციის შეთავაზებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ თანხით ბინის ყიდვა ან სახლის აშენება შეუძლებელია.

“10 000 ლარად დევნილმა რა უნდა იყიდოს, ამიხსენით, თუ შეიძლება!” – ბერდია კალანდია
“10 000 ლარად დევნილმა რა უნდა იყიდოს, ამიხსენით, თუ შეიძლება!” – ბერდია კალანდიაალია

ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

10 000 ლარად დევნილმა რა უნდა იყიდოს, ამიხსენით, თუ შეიძლება!

სახლი? ბინა? მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოდესმე სახლს ააშენებს?

დევნილი ოჯახი წლებია ელოდება საკუთარ ჭერს, უსაფრთხო საცხოვრებელს და ნორმალური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას. ახლა კი ეუბნებიან, რომ საცხოვრისის ნაცვლად ფულად კომპენსაციას სთავაზობენ-10 000 ლარს

თუ ეს თანხა საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ არის, მაშინ რაში მდგომარეობს ამ პროგრამის აზრი? სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ ის არის, რომ ადამიანს გარკვეული თანხა მისცეს და საცხოვრებლის პრობლემა მის ნაცვლად თავად დევნილმა მოაგვაროს?

ადამიანი, რომელიც დევნილად მარტო არის რეგისტრირებული, 10 000 ლარს მიიღებს და მერე რა? რა უნდა ქნას ამ თანხით? ბინა იყიდოს, სახლი ააშენოს თუ მთელი ცხოვრება სხვის ჭერქვეშ გაატაროს?

საწყალი ხალხი….

რომელ დევნილს შეეძლება 10 000 ლარის მიღება და რა პირობებით? – კობახიძე

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?