“ასეთი სახეახეული რუსეთუმე რანაირად უნდა იყო ქართველი კაცი” – ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ორ მტრულ გადაწყვეტილებასთან შედარებით, პაპუაშვილის ბრიფინგის დიდი ნაწილი ევროპის კრიტიკას დაეთმო, რუსეთზე დასმულ შეკითხვას კი მან თავი აარიდა.

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
შაბათს რუსეთიდან იყო ორი ამბავი: 1; ქართულ კომპანიებს აუკრძალეს ღვინის და მინერალური სასმელების შეტანა. 2. რუსეთის საგარეომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოთხოვა აფხაზეთთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაცია.
ანუ ორი დღის წინ რუსეთმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიმართ ორი კონკრეტული მტრული გადაწყვეტილება.
დღეს პაპუაშვილის ბრიფინგის დიდი ნაწილი დაეთმო ევროპის გინებას ყველა ბრუნვაში. როცა რუსეთზე კითხეს, გაძვრა–გამოძვრა, აქედან შემოუარა, იქიდან შემოუარა, განაზოგადა, როგორი უსამართლოა სამყარო ზოგადად, რომ რისკები ყველგან არის და ა.შ., რამდენიმე წუთში მოამთავრა თემა და მიუბრუნდა ისევ ევროკავშირის გინებას.
ასეთი სახეახეული რუსეთუმე რანაირად უნდა იყო ქართველი კაცი, მართლა წარმოუდგენელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.