ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკი კონცერტზე „ოლე ოლას“ შემსრულებლის მიწვევით „ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი და შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმის“.

კობახიძე: ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს
კობახიძე: ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხსტაბულა

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ “ოლე ოლას” შემსრულებელი მიიწვია მაინც და მაინც კონცერტზე, რა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს, 1 120 000 ადამიანს მძაფრი ფორმით, შეურაცხმყოფელი ფორმით. რა თქმა უნდა, ამას გიპასუხებთ. [...]

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პასუხად კითხვებზე და ეს კითხვები ეხება ხოლმე მათ თავდასხმებს ქართველ ხალხზე. აი, მარტივად არის საქმე, ჩვენ ხმას არ ვიღებთ, თქვენ გვისვამთ კითხვას, რომ აი, ევროპარლამენტი თავს დაესხა ქართველ ხალხს, დაამტკიცა რეზოლუცია ან ჰერჩინსკი თავს დაესხა ქართველ ხალხს, როდესაც “ოლე ოლას” მომღერლებთან ერთად გამართა კონცერტი. ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, პასუხს გაგცემთ და ეს პასუხი, ბუნებრივია, ვერ იქნება დადებითი. მარტივად არის საქმე, რა შუაშია ჩვენგან თავდასხმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?