ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, „კუტოკებია“

თბილისის საქალაქო სასამართლოტელეიმედი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საზოგადოებაში დარჩა „უამრავი ამბიციური იმბეცილი“, რომლებიც პარტიების ნაცვლად „კუტოკებს“ ქმნიან და იმედოვნებენ, რომ მისი ციხეში დარჩენის ფონზე წინა პლანზე გამოვლენ.

მიხეილ სააკაშვილი – უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, „კუტოკებია“
მიხეილ სააკაშვილი – უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, „კუტოკებია“პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად სააკაშვილიც.

„რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტექსტი. იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, მაგრამ ეს ეთნიკური საკითხი არ არის. საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა „ჩმორი“ და მონა. „ჩმორობა“ და მონობა უბრალოდ არ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში. მით უმეტეს, საქართველო არასდროს ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება. ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა? მათაც კი არ ჰქონიათ პრეტენზია, რომ საქართველო მთლიანად მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო.

სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, „კუტოკებია“. როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს, რომ მე ციხეში დავრჩები ან, როგორც ბევრი ოცნებობს, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი, ან ვინმე სხვა იმბეცილი გახდება ახალი მიშა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამდენიმე წლის წინ ჩავიტარე გენეტიკური ტექსტი. იმდენი მეძახეს, სომეხი ხარო, ჩავიტარე ტესტი და აღმოვჩნდი მთლიანად ქართველი, მაგრამ ეს ეთნიკური საკითხი არ არის. საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი არასდროს ყოფილა „ჩმორი“ და მონა. „ჩმორობა“ და მონობა უბრალოდ არ არის აქაური მაცხოვრებლების გენეტიკურ კოდში. მით უმეტეს, საქართველო არასდროს ყოფილა ერთი ოჯახის საკუთრება. ის, რაც ბაგრატიონებმაც კი ვერ შეძლეს, რანაირად უნდა მოახერხოს ივანიშვილმა? მათაც კი არ ჰქონიათ პრეტენზია, რომ საქართველო მთლიანად მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო. სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, „კუტოკებია“. როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს, რომ მე ციხეში დავრჩები ან, როგორც ბევრი ოცნებობს, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი, ან ვინმე სხვა იმბეცილი გახდება ახალი მიშა“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?