თავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა 2027 წლისთვისაც არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით იქნება განსაზღვრული
საქართველოს თავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა 2027 წლისთვისაც უცვლელი დარჩება და არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება, რასაც პარლამენტი ბიუჯეტთან ერთად ამტკიცებს.

მიმდინარე და გასული წლების მსგავსად, საქართველოს თავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა 2027 წლისთვისაც არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით იქნება განსაზღვრული.
პარლამენტი ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, თავდაცვის ძალების რაოდენობას ამტკიცებს.
წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის ძალების შტატი უცვლელი რჩება და არა უმეტეს 37 000-იან ზღვარს არ სცდება.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.