ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე შესაძლო სანქცირების შესახებ: „როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია“

ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე შესაძლო პირად სანქციებზე აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესის დაცვისას პირადი ინტერესი არ გააჩნია, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და განცხადებებს „ტყუილსა და სიცრუეზე დაფუძნებულს“ უწოდებს.

კახა კალაძე შესაძლო სანქცირების შესახებ: „როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია“
კახა კალაძე შესაძლო სანქცირების შესახებ: „როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია“POSTV

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით; ბევრი განმარტება, განცხადება გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ – იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება თუ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემაზე კომენტირებისას.

„როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის, პირადად, არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ევროპული სტრუქტურებისგან, თბილისის მერმა უპასუხა:

„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით – 1000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს – იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.

ზოგადად ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რასაც უნდა იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„მმართველი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.

ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ხომ სრული უბედურება გვექნებოდა ქვეყანაში? დღეს ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებაზე? გვექნებოდა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია.

ჩვენ სულელები არ ვართ. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოვაყენებინოთ სხვა დიდ ქვეყნებს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, დავაზიანოთ ქართული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი: გვინდა მეგობრობა, გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით; ბევრი განმარტება, განცხადება გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ – იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება თუ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული“
კახა კალაძე
„როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის, პირადად, არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“
კახა კალაძე
„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით – 1000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს – იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი. ზოგადად ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რასაც უნდა იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება“
კახა კალაძე
„მმართველი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ხომ სრული უბედურება გვექნებოდა ქვეყანაში? დღეს ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებაზე? გვექნებოდა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ჩვენ სულელები არ ვართ. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოვაყენებინოთ სხვა დიდ ქვეყნებს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, დავაზიანოთ ქართული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი: გვინდა მეგობრობა, გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?