ენერგეტიკულ ზავზე ტრამპის განცხადების შემდეგ, რუსეთმა ხარკოვის სადგურს დაარტყა
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავი ამოქმედდა, რუსეთმა ხარკოვის №5 თბოელექტროსადგურს დაარტყა. ზელენსკიმ Axios-თან განმარტა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია სიახლეა, ხოლო რუსეთის დუმაში განაცხადეს, რომ ზავზე არაფერი იციან.

ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა ხარკოვის №5 თბოელექტროსადგურს დაარტყა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და თავდასხმის შედეგების ამსახველ კადრებსაც ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი ამოქმედდა. დეტალები უცნობია. ზელენსკიმ Axios-თან კომენტარში განმარტა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია სიახლეა.
რუსეთის დუმის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თქვა., რომ უკრაინასთან ენერგეტიკული ზავის შესახებ არაფერი იციან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.