ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი: “როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტზე ცეკვის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება ამას არ გაატარებს.

გურამ მაჭარაშვილი: “როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”
გურამ მაჭარაშვილი: “როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”POSTV

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი “ევროპის დღე 2026”-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევასა და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ცეკვას ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, როდესაც მილიონობით ადამიანის მაგინებელ მომღერლებს ცეკვითა და თანხით ახალისებ, აღარ უნდა გაგიკვირდეს არჩევნებზე მიღებული შედეგები.

„როცა საზოგადოების მაგინებელ მომღერლებს [ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობას“] ფულს უხდი და ახალისებ, მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე მილიონობით ადამიანის გინება – თუნდაც სიმღერით – მაღალი ხელოვნებაა… ამხელა რანგის ადამიანი (პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში), პირდაპირი გაგებით, ტინგიცობ ამ მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება და ყოველთვის დაფიქსირდება არჩევნებზე ისეთი შედეგი, როგორიც აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა”,- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?