პატრიარქი: ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ცხოვრების გამარტივებამ და ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი
თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნისას პატრიარქმა განაცხადა, რომ პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ხოლო ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა. ღონისძიება ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, მისი მიზანი კი საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის გააზრება და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენაა.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გახსნა.
"ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ცხოვრების გამარტივებამ და ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი. დრონი იცვლებიან, მაგრამ ქრისტიანის მოწოდება უცვლელია - იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით. დღეს ჩვენი გამოცდაც სწორედ ეს არის - დარჩება რწმენა მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობად და ლიტონ სიტყვებად, თუ იქცევა საქმედ", - განაცხადა პატრიარქმა ღონისძიების გახსნისას.
სიმპოზიუმი რამდენიმე დღე გაგრძელდება და თემატურ სესიებს მოიცავს. მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.
ღონისძიების გახსნის ღონისძიებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.
ციტატები სტატიიდან
„ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ცხოვრების გამარტივებამ და ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი. დრონი იცვლებიან, მაგრამ ქრისტიანის მოწოდება უცვლელია - იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით. დღეს ჩვენი გამოცდაც სწორედ ეს არის - დარჩება რწმენა მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობად და ლიტონ სიტყვებად, თუ იქცევა საქმედ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.