ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მარჩინ როსოლოვსკი: “არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ”

მარჩინ როსოლოვსკის მტკიცებით, მაშინ, როცა ბრიუსელი და ვარშავა თბილისს აკრიტიკებენ, თავად პოლონეთში ოპოზიციას დაფინანსებას ართმევენ, ინტერნეტცენზურას ამკვიდრებენ და პროკურატურა პოლიტიკურად კონტროლდება.

მარჩინ როსოლოვსკი: “არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ”
მარჩინ როსოლოვსკი: “არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ”POSTV

“პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას”, – წერს მარჩინ როსოლოვსკი სტატიაში, რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტებს აკრიტიკებს.

როსოლოვსკის თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ვარშავა საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უწუნებენ, თავად პოლონეთში საგანგაშო ვითარებაა.

„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე.

რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე.

სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელის ბიჭი დაემკვიდრებინა.

ოჰ, კინაღამ დამავიწყდა – არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით.

რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“,- აცხადებს როსოლოვსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე. რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე. სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელის ბიჭი დაემკვიდრებინა. ოჰ, კინაღამ დამავიწყდა – არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით. რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“
მარჩინ როსოლოვსკი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?