მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ
მარჩინ როსოლოვსკი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა იმ პროკურორს ადანაშაულებს, რომელმაც პრემიერ ტუსკის კოლეგას კორუფციაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მაშინ, როცა ვარშავა და ბრიუსელი თბილისს აკრიტიკებენ, თავად პოლონეთში დემოკრატიის კუთხით საგანგაშო ვითარებაა.

პოლონეთში, სასაცილო საბაბით, მმართველი კოალიციის პოლიტიკოსები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ართმევენ დაფინანსებას, - წერს მარჩინ როსოლოვსკი სტატიაში, რომელშიც პოლონეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ორმაგ სტანდარტებს აკრიტიკებს.
როსოლოვსკის თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ვარშავა საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უწუნებენ, თავად პოლონეთში საგანგაშო ვითარებაა.
„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე. რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე.
სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელის ბიჭი დაემკვიდრებინა.
ოჰ, კინაღამ დამავიწყდა - არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით. რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“,- აცხადებს როსოლოვსკი.
ციტატები სტატიიდან
„დიახ, სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე. რადგან ეს „სიძულვილის ენაა“. და თუ რა წარმოადგენს სიძულვილის ენას, ამას მმართველი პარტიის პოლიტიკური წარმომადგენლები გადაწყვეტენ. და სწორედ პოლონეთში უარს ამბობს პრემიერ-მინისტრი უკანონოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების აღიარებასა და გამოქვეყნებაზე, რადგან ეს არ არის მის მიერ დანიშნული პირების მიერ დაკომპლექტებული ტრიბუნალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) ანალოგიურად უარი თქვა იმდროინდელი მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებაზე. სწორედ უაღრესად დემოკრატიულმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აირჩია საკუთარი მინისტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალში და ცინიკურად აღნიშნა, რომ რადგან „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ (PiS) უარყო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა პოლიტიკოსების ამ ორგანოში დელეგირებას, მას შეეძლო იქ საკუთარი ხელის ბიჭი დაემკვიდრებინა. ოჰ, კინაღამ დამავიწყდა - არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ. წინა ადმინისტრაციის დროს პროკურატურის დამოუკიდებლობაც სასაცილო იყო. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ გრძელი სიიდან, თუ როგორია დემოკრატიის სტანდარტები „სამოქალაქო კოალიციის“ მიხედვით. რა თქმა უნდა, ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისევე, როგორც გერმანია შეიძლება ჩაითვალოს ავტორიტეტად იმის შესახებ, თუ ვინ უჭერს მხარს რუსეთს, ჩვენს მოწყალე მმართველ პარტიას შეუძლია თამამად ასწავლოს ქართველებს კანონის უზენაესობა და დემოკრატია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.