ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პედოფილიისთვის და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიება

საქართველოს პროკურატურა

მარჩინ როსოლოვსკი პოლონეთის ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანას, სადაც პედოფილიისთვის მსჯავრდებული მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი თავისუფლად დადის, საქართველოსთვის დემოკრატიის სწავლების მორალური უფლება არ აქვს.

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პედოფილიისთვის და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიება
მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პედოფილიისთვის და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიებაიმედინიუსი

XBW იგნაცი კრაშიცკის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი პოლონეთის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით: „თვალთმაქცობის ფესტივალი ევროპარლამენტში. პოლონეთში სტანდარტები უკეთესია, ვიდრე საქართველოში?“

როსოლოვსკი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. მას სტატიაში რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, თუ რა ხდება ამჟამად პოლონეთში და ამბობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება.

„8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ, ოპოზიციის რეპრესიებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 445 ევროპარლამენტარმა, 37 წინააღმდეგი იყო, ხოლო 97-მა თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც „კანონი და სამართლიანობის“ (PIS), ასევე „სამოქალაქო კოალიციის“ ევროპარლამენტარებმა. თითქოს დღევანდელი პოლონეთი არ იმსახურებდა, რეზოლუციას თუ არა, რამდენიმე კითხვას მაინც. მე ადრეც ბევრჯერ დავწერე და კიდევ დავწერ: სახელმწიფოებს აქვთ ინტერესები და არა მორალური ვალდებულებები. პოლონეთის ინტერესი ტრადიციულად მეგობრულ კავკასიურ ქვეყანასთან თანამშრომლობაშია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მართავს მას. პოლონეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის „პრორუსული საქართველოს“ შესახებ გერმანული და ბრიუსელის ნარატივის გამეორება. განსაკუთრებით გერმანიის შემთხვევაში, ვინმეს პრორუსულ განწყობებში ბრალდება თვალთმაქცობას ესაზღვრება“, - აღნიშნავს როსოლოვსკი.

მისი შეფასებით, პოლონეთის მოქმედ ხელისუფლებასა და დონალდ ტუსკის პარტიის ევროპარლამენტარებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდონ.

„თვალთმაქცობა ხარკია, რომელსაც მანკიერება უხდის სათნოებას, ამტკიცებდა დიდი ლაროშფუკო. ამიტომ, არა მხოლოდ გერმანია, რომელიც მთელ ევროპას წარუმატებელი პროფესორის მონდომებით უკითხავს ლექციებს, არამედ დონალდ ტუსკის პარტიის ევროპარლამენტარებიც იჩოქებენ სათნოების წინაშე. რატომ? კარგი, მე ცოტა კვლევა ჩავატარე საქართველოზე. ვერ ვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურა შეუერთდა გენერალური პროკურორის სამოქალაქო საქმეს მისი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება პოლონეთში.

დემოკრატიასა და მედიის თავისუფლებაზე საუბრისას: მეინსტრიმული მედია ვერ ხედავს მიზეზს, რომ განგაში ატეხოს ამ აღმაშფოთებელი საქმის გამო.

სწორედ პოლონეთში და არა საქართველოში, თავისუფლად დადის მმართველი პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია რამდენიმე წლიანი თავისუფლების აღკვეთა პედოფილიისთვის, და გენერალური პროკურორი აფრთხილებს მედიას, რომ არ გაბედონ მისი კრიმინალად მოხსენიება, რადგან საბოლოო განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი. რაც ხელს არ უშლის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვისი სასამართლო საქმეები არც კი დაძრულა, არაერთხელ მოიხსენიონ კრიმინალებად და ქურდებად“, - წერს როსოლოვსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?