პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადგილობრივები ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ

ტვ პირველი

ლილოს ნაგავსაყრელთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და გაუსაძლისი სუნის, ანტისანიტარიისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანას ითხოვს.

ადგილობრივები ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ
ინტერპრესნიუსი

ლილოს ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანაა.

მათივე თქმით, 16 წელია ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რის გამოც იქმნება ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო.

„ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ, რაც არის რესპირატორული და ალერგიული პრობლემების გამომწვევი და საბოლოოდ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე მივყავართ. სასწრაფო, რომ მოდის ან ჩვენ მივდივართ კლინიკაში გვეუბნებიან ისეთ ადგილას ცხოვრობთ რატომ გიკვირთ თქვენ შვილს ყოველ წუთს კრუპი რომ ემართებაო. თვითონ კახა კალაძეც გვეუბნება, „მე ვთქვი, რომ ტერიტორია უნდა ვიპოვოო და როდის გითხარით ნაგავსაყრელს გადავიტანო?“ სიტყვებში გვეთამაშება და სამი წელი მოგვიგო ამასობაში“, - განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის განცხადებით, ბოლო წლებში ალერგიული პრობლემები დაეწყო მისის საცხოვრებელი გარემოს გამო.

„შვიდი საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. ვერც სარეცხს გაფენ, ისევ გასარეცხი ხდება. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ “ტვ პირველთან”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურილილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს - პროტესტის გამო ორ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე - ლილოში არსებული ნაგავსაყრელი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით - მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლითაც გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები